ტრამპი საკუთარ „გაეროს“ ქმნის: მისი „მშვიდობის საბჭოში“ ადგილის მისაღებად ის 1 მილიარდ დოლარს ითხოვს ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით,  ქვეყნებმა, რომლებსაც საბჭოში მუდმივი ადგილის დაკავება სურთ, უნდა გაიღონ შენატანი მინიმუმ $1 მილიარდი დოლარის ოდენობით, ნაღდი ფულით.

გარდა ამისა, ახალი ორგანიზაციის სტრუქტურა ითვალისწინებს თავმჯდომარის ფაქტობრივად შეუზღუდავ ძალაუფლებას, ეს თავმჯდომარე კი თავად ტრამპი იქნება.

ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს შექმნას ტრადიციული საერთაშორისო ინსტიტუტების (როგორიცაა გაერო) ალტერნატიული სტრუქტურა, რომელიც უფრო მეტად იქნება დაფუძნებული ფინანსურ მონაწილეობასა და მის პირად მართვაზე.

ტრამპის თქმით, ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად დაამყარებს მშვიდობას მსოფლიოში, ვიდრე „ბიუროკრატიული“ გაერო.