„თქვენ მიერ ნაკურთხი რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმიდათა წმიდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ დიდი ხანია, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე აღარაფერი აქვს“, - ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვიქტორი რუსეთის პატრიარქ კირილს წერს და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ომის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
„თქვენს ქადაგებებში არაერთხელ გისაუბრიათ „წმიდა რუსეთის" ერთიანობაზე, რომელსაც თქვენი კურთხევითა და საქმით სრულად ანადგურებთ. ასევე გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ სწორედ პირადად თქვენი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დღეს სჩადიან უსაქციელობასა და გაცხადებულ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე... შეწყვიტეთ სისხლისღვრა! თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ.
დღეს, როდესაც მე მოვედი კომენდანტის საათის დასრულების დროს ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში, ვიხილე, რომ თქვენ მიერ ნაკურთხი რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმიდათა წმიდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ დიდი ხანია, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე აღარაფერი აქვს. პირადი ამბიციების გამო, თქვენ დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები „წმიდა რუსეთის" ქვეყნებში!", – წერია მთავარეპისკოპოსის წერილში.