ამერიკული ვალუტის წილმა გლობალურ ანგარიშსწორებაში პირველად გადააჭარბა 50%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ SWIFT-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დოლარის პოზიციების გამყარება ევროსა და სხვა კონკურენტი ვალუტების წილის შემცირების ხარჯზე ხდება.
გამოდის, რომ გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურა კვლავ ამერიკულ ეროვნულ ვალუტაზეა მიჯაჭვული და ექსპერტების პროგნოზით, დოლარის ალტერნატივის შექმნა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ რთული ამოცანაა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ გარკვევით თქვა, რომ სხვა ვალუტით დოლარის ჩანაცვლებას აშშ-ის მთავრობა არც არასოდეს დაუშვებს.
გლობალურ საფინანსო ტრანზაქციებში ამერიკული დოლარის დომინაციის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
- ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგრადობა და მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტორებისთვის დოლარს ყველაზე მიმზიდველ და უსაფრთხო აქტივად აქცევს
- იზრდება გეოპოლიტიკური რისკები სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის.