ჩრდი­ლო­ეთ ქუ­ინსლენდში, სა­ხე­ო­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის წყა­ლო­ბით, 58 წლი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც გა­და­შე­ნე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

  • ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის ოჯა­ხის, Amaranthaceae-ის წევ­რი, პა­ტა­რა ბუჩ­ქი სა­ხე­ლად Ptilotus senarius-ი, და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის არი­დულ რე­გი­ო­ნებ­ში იზ­რდე­ბა. მცე­ნა­რის არ­სე­ბო­ბის ბოლო ჩა­ნა­წე­რი 1967 წელს და­ფიქ­სირ­და.

სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბუ­ლად მას შემ­დეგ მი­იჩ­ნი­ეს, რაც თით­ქმის სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე ად­გი­ლებ­ში სა­ძოვ­რად გაშ­ვე­ბუ­ლი პი­რუ­ტყვის გამო, P. senarius-ი კვა­ლი გაქ­რა.

თუმ­ცა, 2025 წლის ივ­ნის­ში კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, მე­ბა­ღე აა­რონ ბინ­მა უჩ­ვე­უ­ლო მცე­ნა­რის ფო­ტო­ე­ბი მცე­ნა­რე­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის აპ­ლი­კა­ცია iNaturalist-ში ატ­ვირ­თა.

პლატ­ფორ­მა­ზე მყოფ­მა მოყ­ვა­რულ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ახა­ლი ნი­მუ­ში P. senarius-ის სა­ხე­ო­ბას ეკუთ­ვნო­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, აა­რო­ნის ფო­ტო­ე­ბი ქუ­ინსლენ­დის ჰერ­ბა­რი­უ­მის გა­მოც­დილ ბო­ტა­ნი­კო­სამ­დე - ენ­ტო­ნი ბი­ნამ­დე მი­ვი­და. მის­და გა­სა­ოც­რად, ბინ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა რომ ეს ზუს­ტად ის სა­ხე­ო­ბაა, რო­მე­ლიც 1960-იანი წლე­ბი­დან არა­ვის აღარ უნა­ხავს.

  • შემ­თხვე­ვი­თი აღ­მო­ჩე­ნა

Ptilotus senarius პა­ტა­რა, წვრი­ლი ბუჩ­ქია მიმ­ზიდ­ვე­ლი იის­ფერ-ვარ­დის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბით. ეს სა­ხე­ო­ბა მხო­ლოდ კარ­პენ­ტა­რი­ის ყუ­რის მახ­ლობ­ლად, უხე­ში რე­ლი­ე­ფის ზოლ­ში გვხვდე­ბა. ით­ვლე­ბო­და, რომ ის და­ახ­ლო­ე­ბით 900 მცე­ნა­რის სა­ხე­ო­ბი­დან ერთ-ერ­თია, რომ­ლე­ბიც 1750-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­და­შენ­და.

წყა­რო:

www.ambebi.ge