მოსკოვში ადგილობრივი აქტივისტი ნელი გაფრინდაშვილი დააკავეს  - გაფრინდაშვილმა მოსკოვის ცენტრში, ალექსანდრეს ბაღში გაშალა ბანერი წარწერით - "პუტინი მკვლელია გაშალა".

22 იანვარს, მოსკოვის სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია , რომ გაფრინდაშვილს 60 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა საპროტესტო აქციის ჩატარების წესების დარღვევისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-5 ნაწილი) და არმიის დისკრედიტაციისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის პირველი ნაწილი). იგი 15 დღით დააკავეს მესამე ბრალდებით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლის პირველი ნაწილი).

ტვერსკოის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ანა მალახოვამ დაასკვნა, რომ პლაკატი წარწერით პუტინი მკვლელია, „გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას“ უკრაინაში ომის მიმართ. სასამართლო პროცესზე ნელი გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ ომის მოწინააღმდეგეა, თუმცა პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდება უარყო.

tvpirveli.ge