2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.
PMCG-ს მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში.
რაც შეეხება თვის ჭრილში ფასების ცვლილებას, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა.
„2025 წლის დეკემბერში სასტუმროების საშუალო ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 245 ლარი.
2025 წლის დეკემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 504 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში – 1 040 ლარი, მცხეთა-მთიანეთში – 1 001 ლარი და თბილისში – 639 ლარი“, - აღნიშნულია კვლევაში.