აშშ-ში Starbucks-ის 150-ზე მეტი ფილიალი და მათი 3500-ზე მეტი თანამშრომელი მომდევნო კვირას გაფიცვას გეგმავს, რის მიზეზადაც კომპანიის მიერ პრაიდის კვირეულის აღსანიშნავი დეკორაციების აკრძალვას ასახელებენ.

Starbuck ბრალდებას უარყოფს და აღნიშნულ ინფორმაციას მცდარს  უწოდებს, მენეჯმენტის ცნობით კომპანიის პოლიტიკაში რამე  ცვლილება არ ყოფილა და მენეჯერებს პრაიდის კვირეულის აღნიშნვნისკენ უბიძგებს.

ამერიკული კომპანიები პრაიდის კვირეულის აღნიშვნასთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტები არა ერთხელ გამხდარან, მაგალითად გასულ თვეს Target-მა თავისი თაროებიდან LGBTQ თემატიკის პროდუქცია მას შემდეგ ჩამოიღო, რაც რამდენიმე თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა.