სომხეთში 250 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა რესპუბლიკაში ეკვადორიდან შემოტანილი ტონა კოკაინი აღმოაჩინა.

„სომხეთში მოქმედმა კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ხილის იმპორტს, ეკვადორში კომპანიისგან შეკვეთილ საქონელთან ერთად, სატრანზიტო ქვეყნების - პანამის, იტალიისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში ჩამოიტანა კოკაინის პარტია, რომლის წონა დაახლოებით ერთი ტონაა და ღირებულება 250 მილიონი ევროა. ტვირთი 13 მაისს დააკავეს და იმყოფება სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

16 მაისს იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის ფინანსურმა გვარდიამ აღმოაჩინა და ამოიღო 2,7 ტონაზე მეტი კოკაინი, რომელიც ასევე ეკვადორიდან სომხეთში მიემგზავრებოდა 78 ტონა ბანანთან ერთად.