კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად, პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი, - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო.

მიტროპოლიტმა საზოგადოებას დამკრძალავი კომისიის შემადგენლობაც გააცნო, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას გაუწევს ორგანიზებას.

„წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი.

დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად, პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

წყარო: Ipn.ge