ჟურნალმა TIME-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 საუკეთესო ადგილის ყოველწლიური სიის ახალი ვერსია. იგი მოიცავს მუზეუმებს, სასტუმროებსა და რესტორნებს ყველა კონტინენტზე.

როგორ ყალიბდება ჩამონათვალი?

ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, TIME-ის კორესპონდენტები და მწერლები ასახელებენ ადგილებს — მათ შორის სასტუმროებს, კრუიზებს, რესტორნებს, ატრაქციონებს, მუზეუმებს, პარკებს და სხვა — რომლებიც იმსახურებენ „მსოფლიოს საუკეთესოს“ წოდებას. სიის შედგენისას, რედაქტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ადგილებზე, რომლებიც ახალ, საინტერესო და შესაბამის გამოცდილებას გვთავაზობენ.

რომელი ადგილები მოხვდნენ წელს სიაში?

სრული სია მოიცავს 100 საოცარ ადგილს, რომელთა მონახულებაც ღირს წელს. მაგალითად, მათ შორისაა ახალი დიდი ეგვიპტის მუზეუმი, Netflix-ის სახლი ფილადელფიაში და თანამედროვე ხელოვნების ცენტრები ბანგკოკსა და ტაშკენტში. 

ვრცლად 34travel.me – ზე