აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა მიმდინარე წლის ივლისამდე გადადო.

ქვეყნის პრემიერის ალი ასადოვის ბრძანებით, სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის ზაფხულამდე გადავადდება.

აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათ შორის, საქართველოსთან, Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი.