სომხეთის პარლამენტმა სამშაბათს სხდომაზე მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება. დოკუმენტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 20.
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი 2022 წლის ბოლოს დაიწყო და თავად დოკუმენტს სომხურმა მხარემ 1999 წელს მოაწერა ხელი. ერევანს მიაჩნდა, რომ დოკუმენტის რატიფიცირება ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულების საკითხის დაყენებას.
რომის სტატუტის რატიფიკაცია გულისხმობს, რომ სომხეთი იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სხვათა მიმართ გაცემული ორდერების მიმართ
2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.