ბოლო წლებში რუსეთის მიმართ სასანქციო  პოლიტიკის გაფართოებამ, ტვირთების შემცირების თვალსაზრისით, ბალტიის ქვეყნების  ნავსადგურები და რკინიგზები მნიშვნელოვნად  დააზარალა.

რუსეთის სანქციებს წინ უსწრებდა, რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების მიმართ აგრესიული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება.

ფაქტიურად, როგორც სანციებმა ასევე რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების სატრანსპორტო სისტემიდან ტვირთნაკადების გადმორთვამ, ერთობლიობაში უარყოფითად იმოქმედა ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებზე და რკინიგზებზე.

2000 წლებიდან რუსეთი გეგმაზომიერად იწყებს, ბალტიის ქვეყნების ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ნავსადგურებიდან – რიგა, ვენცპილისი, ლიეპაია, ტალინი, კლაიპედა, ექსპორტზე ორიენტირებული ტვირთნაკადების, რუსეთის ბალტიის ზღვის ნავსადგურებში – სანქტ  პეტერბურგი, უსტ ლუგა, ვიბორგი, კალინინგრადი, პრიმორსკი, ვისოცკი ეტაპობრივად გადმორთვის პოლიტიკის გატარებას.

თუ 2000 წლისათვის ბალტიის ზღვის აუზის რუსეთის ნავსადგურებში, რუსეთის ტვირთების ექსპორტის მხოლოდ – 26 % მუშავდებოდა, 2007 წლისათვის თანაფარდობა იზრდება 55% მდე, 2015 წლისათვის 62% მდე, 2030 წლისათვის რუსეთს ნავარაუდევი აქვთ საექსპორტო ტვირთნაკადის 95% ი საკუთარ ნავსადგურებში გადმოამისამართოს და იქიდან გაიტანოს მსოფლიო ბაზრებზე.

რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების გვერდის ავლით ტვირთების ექსპორტის აღნიშნული პოლიტიკის გატარება სანქციების ეტაპობრივი გაფართოებით იქნა დამუხრუჭებული.

მიუხედავთ სანქციებისა, რუსეთი სადღეისოდ აქტიურად ახორციელებს ალტერნატიული დერეფნების და მასთან „ლოიალურ“ დამოკიდებული მყოფი ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით გაიტანოს  საკუთარი საექსპორტო პროდუქცია – ძირითადად ნავთობი და ნავთოპროდუქტები, სხვადასხვა ბაზრებზე.

სასანქციო პერიოდში – ლატვიის რკინიგზაზე ტვირთების მოცულობა დრამატულად შემცირდა. სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ რუსეთიდან და ბელორუსიიდან „დაკარგული“ ტვირთების მოცულობის კომპენსირება, ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება.

რუსეთიდან ტვირთების კლება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. რაც რუსეთის სტრატეგიული ტვირთების მათ ნავსადგურებზე გადამისამართებით იყო განპირობებული. ყოველივე ამას დაემატა ევროპაში თხევადი გაზის ჩანაცვლების შედეგად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მომავალში არსებული „ორმოდან“ ამოსვლის შესაძლებლობა. ექსპერთა ვარაუდით, ტვირთების მოცულობის კლების ტენდენცია, სავარაუდოდ გაგრძელდება.

არსებობს მოლოდინი თუ სანქციები და შეზღუდვები გაფართოვდება, ტვირთების ვარდნა უფრო დრამატული გახდება.

თვალნათელია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უარყოფითად აისახა ბალტიის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე და მასთან დაკავშირებულ სამრეწველო ინდუსტრიაზე.

რაც შეეხება რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებს, ლატვიის რკინიგზის „აყვავების“ პერიოდი 2012 – 2013 წლებში ფიქსირდება, როდესაც Latvijas dzelzcels ი, წლიურად 40 – 50 მლნ ტონა ტვირთს გადაზიდვას ემსახურებოდა.

მომდევნო წლებში გადაზიდვების შემცირების შედეგად  2023 წელს კომპანიამ 15.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, 2024 წელს – 11.5 მლნ ტონა, ხოლო 2025 წელს  9 – 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვაა პროგნოზირებული.

რუსეთის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო პოლიტიკის და სანქციების შედეგად, ლატვიის რკინიზაზე 2014 – 2024 წლებში ნავსადგურების გავლით სატრანზიტო ტვირთბრუნვა – 2014 წელს – 47 მლნ ტონიდან 2024 წელს 7.1 მლნ ტონამდე –  6.6 ჯერ შემცირდა.

ანალოგიურად ესტონეთის რკინიგზაზე 2014 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 19.2 მლნ ტონიდან, 2024 წლისთვის 4 ჯერ შემცირდა და 4.8 მლნ ტონას მიაღწია.

თუ მანამდე ლატვიის რკინიგზისათვის რუსული და ბელორუსული ტვირთები საერთო გადაზიდვებში 95% ს შეადგენდა სადღეისოდ, როცა სანქცირებული პროდუქცია (ნავთობი და ნავთობპროდუქტები) ლატვიის რკინიგზის მეშვეობით აღარ გადაიზიდება,  2024  წელს რუსეთიდან და ბელორუსიიდან ტვირთების წილი 50 % მდე დავარდა. მიმდინარე წელს კი ამ ქვეყნების წილი სავარაუდოდ მესამედამდე შემცირდება.

ლატვიის რკინიგზა რუსეთის და ბელორუსიის „დაკარგული“ ტვირთების მოცულობების შესავსებად, ტვირთების ახალ სახეობებსა და სატრანზიტო მარშრუტებს ეძებს.

აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოსაზიდად – ყაზახეთიდან მარცვლეული და უზბეკეთისთვის შაქრის ნედლეული.

არასაიმედო პროგნოზი გააჩნიათ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის დატვირთვის თვალსაზრისით.

ვენტსპილსის თავისუფალ ნავსადგურში, ძირითადად რუსული ნავთობპროდუქტების დაკარგვის შედეგად, მნიშვნელოვანი წლიური 10 – 11 მლნ ტონა ტვირთის შემცირება დაფიქსირდა.

რუსეთ – უკრაინის საომარი კონფლიქტის შედეგად, რუსეთის ნავთობნაკადი სანქიების ქვეშ აღმოჩნდა და ბალტიის ნავსადგურებში მათი გადაზიდვები განულდა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გადარჩენის ერთ – ერთი გზა ნავსადგურებში წარმოების განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ასე მაგალითად, ტვირთების კლების დასაკომპენსირებლად, ვენტსპილსის ნავსადგურმა როგორც ინდუსტრიულ ცენტრად განაგრძო ფუნციონირება. კერძოდ, უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორიაზე განავითარა წარმოება და შემდგომ მოახდინა ტვირთების ექსპორტ – იმპორტი.

რუსეთიდან და ბელორუსიიდან ტვირთების დეფიციტის პარალელურად რიგის ნავსადგურის კრიზისიდან გამოსვლის გზას ნავსადგურის ტერიტორიაზე წარმოების განვითარება წარმოადგენს.

ცალსახაა, რომ ნავსადგურებში ჭკვიანი ინდუსტრიალიზაციის განვითარებისკენ იდგმევა ნაბიჯები.

დასკვნის სახით – როგორც სანციებმა ასევე რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნების სატრანსპორტო სისტემიდან ტვირთნაკადების გადმორთვამ, ერთობლიობაში უარყოფითად იმოქმედა ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებზე  და რკინიგზებზე.

წყარო: transcor.ge