უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა, შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უკვე მომავალ თვეში დაკარგოს: მისი ლიცენზიის განაცხადი ახალი MiCA რეგულაციის შესაბამისად, სავარაუდოდ, უარყოფილი იქნება.
ABC.AZ-ის ცნობით, ევროკავშირის რეგულაციები კრიპტო კომპანიებისგან ლიცენზიის მიღებას ივნისის ბოლომდე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ბლოკში კლიენტების მომსახურებას. თუ ბერძენი მარეგულირებელი უარს იტყვის, Binance ივლისიდან დაკარგავს ევროკავშირში ოპერირების უფლებას, რაც მისი კლიენტების ბედს გაურკვეველს გახდის.
კომპანია აცხადებს, რომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და პოტენციური შეფერხებების მინიმიზაცია იგეგმება, თუმცა ავტორიზაციის შეფერხებამ შესაძლოა პლატფორმას ევროპული ბაზრის დატოვება აიძულოს.