ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №4-ში მდებარე ე.წ. მაგნოლიის საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო პროექტისთვის კონკურსს აცხადებს.
პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ზონაში, სანაპიროსთან მდებარე შენობის სრული განახლება, მისი იერსახის გაუმჯობესება და თანამედროვე ურბანულ გარემოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
დაგეგმილი სამუშაო მოიცავს შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას, ფასადების, სახურავისა და აივნების მოწესრიგებას, ასევე გარე არქიტექტურული ელემენტების აღდგენას.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და არქიტექტურული ესკიზი, რომელიც ასახავს როგორც შენობის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კონცეპტუალურ ხედვას.
არსებული მონაცემებით, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №4-ში მდებარე ე.წ. მაგნოლიის საცხოვრებელი შენობა ამჟამად ექსპლუატაციისთვის ვარგისია, თუმცა მისი რეაბილიტაცია აუცილებელია.
ბათუმში „მაგნოლიის“ რეაბილიტაცია და ფასადის განახლება იგეგმება
"მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენგეგმის ალტერნატივები" - იოსელიანი ნიდერლანდებში შეხვედრებს მართავს
როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ - კობახიძე
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით
EU მზადაა, სირიასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს - ლიტვა
„მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს
1784556000