ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედმახედველობის გარეშე.
ამავდროულად, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს