იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ორი ბრაზილიური თეატრი და პოლონეთის საპორტო ქალაქის, გდინიას ცენტრი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა, – ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.

პარას შტატის დედაქალაქ ბელემში მდებარე „მსოფლიოს თეატრმა“, ასევე რესპუბლიკის მოედანმა, სადაც თეატრი დგას, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. სიაში ასევე მოხვდნენ ამაზონასის შტატის დედაქალაქ მანაუსში მდებარე სან-სებასტიანის მოედანი და ამ მოედანზე მდებარე ამაზონის თეატრი.

ყველა ამ ნაგებობის მშენებლობა ბრაზილიაში კაუჩუკის ციებ-ცხელების (1879-1912) შედეგი იყო. თეატრები აერთიანებს ადგილობრივი და ევროპული, განსაკუთრებით ფრანგული არქიტექტურის ელემენტებს. ეს შენობები პოლიტიკური და ურბანული ამბიციების სიმბოლოდ იქცა.

ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარე გდინიას ცენტრი გამოირჩევა მოდერნისტული არქიტექტურით. იუნესკოს თანახმად, ქალაქის ცენტრი ასახავს მნიშვნელოვან წყვეტას ისტორიციზმთან, რადგან გდინია პოლონეთისთვის მნიშვნელოვან საზღვაო პორტად იქცა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის.

ვრცლად interfax – ზე