ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებშირასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზეა განთავსებული.

ანგარიშს მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.

„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.

Ipn.ge