ლონდონში დაფუძნებულმა კვლევითმა კომპანია Skytrax-მა ჩანგის აეროპორტი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად დაასახელა. ზედიზედ მეორე წელია, რაც აეროპორტს ეს ტიტული ენიჭება. 2024 წელს ჩანგი მეორე იყო.

საერთო ჯამში, ეს აეროპორტის მე-14 გამარჯვებაა პრესტიჟულ რეიტინგში — რეკორდი დაჯილდოების მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელიც 2000 წლიდან ტარდება. დაჯილდოების ცერემონია 18 მარტს ლონდონში გაიმართა.

ჩანგი ასევე საუკეთესო აეროპორტად იქცა აზიაში, საუკეთესოდ მსოფლიოში საკვების ხარისხისა და პასპორტის კონტროლის მხრივ და საუკეთესოდ, რომელიც წელიწადში 60-დან 70 მილიონ მგზავრს ემსახურება.

2025 წელს აეროპორტმა 69.98 მილიონი ტურისტი მიიღო.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე