ენერგეტიკული კრიზისი ძალიან მძიმეა და გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას, ვითარება უარესია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმაგანაცხადა.

მისივე თქმით, ამ პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნაა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მეტი ნავთობის გამოყოფა.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ბაზარზე მეტი ნავთობი განვათავსოთ, როგორც ნედლი ნავთობის, ასევე პროდუქტების. ჩვენი მარაგების გამოშვება ბაზრებს დაამშვიდებს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის“,- განაცხადა ბიროლმა.  

1tv.ge