სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნული განცხადება გასულ კვირას, პეკინში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს, კერძოდ, უკრაინის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს შესთავაზა, რომ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ითანამშრომლონ.

ტრამპის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით სამივე სახელმწიფოს ინტერესები ემთხვევა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის შემდეგ ჩინეთს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ეწვევა. პუტინი ჩინეთში დღეს ჩავა, ხოლო ჩინელ კოლეგას ხვალ, 20 მაისს შეხვდება.


ipn.ge