შვეიცარიული კომპანია Stadler-ი ყაზახეთის რკინიგზის დაკვეთით, ასტანაში მდებარე ქარხანაში 600 სარკინიგზო ვაგონს ამზადებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია.

ცნობისთვის, Stadler-მა ყაზახეთის რკინიგზის ტენდერში ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გაიმარჯვა.

სწორედ ამის შემდეგ აღჭურვა კომპანიამ ასტანაში ქარხანა, მოამზადა პერსონალი  და სამგზავრო ვაგონების წარმოება.

შეგახსენებთ, Stadler-მა ქარხანა ასტანაში ბელარუსიდან გადაიტანა, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო სანქციების გამო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დახურა. ამჟამად ასტანაში კომპანიის ქარხანაში 400 ადამიანი არის დასაქმებული.