ექვსი მსხვილი შვეიცარიული ბანკი გაერთიანდა, რათა ეროვნულ ვალუტასთან, ფრანკთან მიბმული სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობები შეისწავლოს, - განაცხადა UBS-მა (UBSG.S).
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სპეციალური ციფრული გარემო, ე.წ. „სენდბოქსი“. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ბლოკჩეინ-აპლიკაციებისა და შვეიცარიული ფრანკის ერთმანეთთან დაკავშირების უსაფრთხო გზების ძიებაა.
ინიციატივაში UBS-ი, PostFinance-ი, Sygnum-ი, Raiffeisen-ი, ZKB და BCV-ი მონაწილეობენ.
ტესტირების პროცესი მიმდინარე წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანი ქვეყნის ციფრული ფულის ეკოსისტემის გაძლიერებაა.