შავ ზღვაში ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, რუსეთის კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ტელეგრამ-ახრში წერს.

ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო, მანამდე საგანგებო მდგომარეობა მუნიციპალურ დონეზე მოქმედებდა ანაპასა და ტემრიუკსკის რაიონში.

„სამწუხაროდ, ნავთობპროდუქტების ანაპისა და ტემრიუკსკის რაიონის სანაპიროზე გამოტანა არ წყდება. თავდაპირველად, მეცნიერებისა და სპეციალისტების გათვლით, მაზუთის ძირითადი მასა შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც წყალში მისი შეგროვების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა ამინდი თავის პირობებს კარნახობს, ჰაერი თბება და ნავთობპროდუქტები ზედაპირზე ამოდის. შედეგად ხდება ნავთობპროდუქტების ჩვენს სანაპიროებზე გამორიყვა“, – აღნიშნავს გუბერნატორი.

ცნობისთვის, ნავთობპროდუქტებით დატვირთული ორი რუსული ტანკერი 15 დეკემბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

1tv.ge