საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი.

„საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

1tv.ge