მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ევრობასკეტი დატოვა ოთხმა გუნდმა და გაირკვა მათი საბოლოო პოზიცია ტურნირზე.

გუნდების კლასიფიკაციისას ძირითადი კრიტერიუმები იყო: ადგილი ჯგუფში, შემდეგ ჯგუფური ეტაპის შედეგები და ქულების სხვაობა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა.

  • ლიეტუვა – მე-2 B ჯგუფში (4-1, +38)
  • პოლონეთი – მე-2 D ჯგუფში (3-2, +13)
  • სლოვენია – მე-3 D ჯგუფში (3-2, +17)
  • საქართველო – მე-4 C ჯგუფში (2-3, -19)

უფრო ადრე განაწილდა ქვედა ადგილები:

9. საფრანგეთი, 10. სერბეთი, 11. იტალია, 12. ლატვია, 13. ბოსნია, 14. ისრაელი, 15. პორტუგალია, 16. შვედეთი, 17. ესპანეთი, 18. ბელგია, 19. ესტონეთი, 20. მონტენეგრო, 21. ბრიტანეთი, 22. ისლანდია, 23. ჩეხეთი, 24. კვიპროსი.

პირველი არხი