სამხრეთ კორეა აძლიერებს კონტროლს რუსეთსა და ბელარუსში რიგი საქონლის ექსპორტზე, ამის შესახებ სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იუწყება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა აკრძალული საქონლის ნუსხას კიდევ 741 დაამატა. აკრძალვა შეეხო: ნახევარგამტარებს, ქიმიურ ნივთიერებებს, ფოლადს, მანქანებს, მანქანათმშენებლობას, კომპიუტერებს და ა.შ., სულ საქონლის საერთო რაოდენობამ 798-ს მიაღწია.
დეპარტამენტის ცნობით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმის გამო, რომ ეს საქონელი შესაძლოა გამოყენებული იქნეს იარაღის წარმოებისა და სამხედრო მიზნებისთვის.
სამინისტრომ დასძინა, რომ იქნება გამონაკლისი შემთხვევები, როცა შესაძლებელი იქნება აღნიშნული საქონლის ექსპორტი. გადაწყვეტილება ძალაში პარასკევს, 28 აპრილს შევა.