კვიპროსის უმსხვილესმა ბანკმა Bank Of Cyprus -მა რუსეთის მოქალაქე მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ მათი ანგარიშები დაიხურება. გადაწყვეტილება ამერიკული SDN სიის მორიგი გაფართოების შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას Forbes სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

 

კლიენტებისთვის ბანკის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი ანგარიშები ორი თვის განმავლობაში დაიხურება, რადგან მომხმარებელთა მონაცემები არ შეესაბამება პროცედურის წესებს – „იცნობდე შენს კლიენტს“. გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება იყოს რუსი კლიენტების სტატუსი „რუსეთის საგადასახადო რეზიდენტი“. ანგარიშის დახურვის მიზეზი შეიძლება ასევე გახდეს სანქციებს დაქვემდებარებული ბიზნესი რუსეთში.

 


Forbes-ის წყარო ამბობს, რომ კვიპროსის ბანკმა ადრეც დახურა ანგარიშები რუსებისთვის. უფრო მეტიც, ამ პროცედურას ექვემდებარებოდა ისეთი კლიენტების ანგარიშებიც კი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ კვიპროსში.


 

 


„ზუსტად ვიცი, რომ ასეთი კლიენტები საკმაოდ ბევრია და აქ მთავარი პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი ხურავენ დიდი რაოდენობით კორპორატიულ ანგარიშებს, ანუ პრობლემები წარმოიქმნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებისთვისაც“, - ამბობს Forbes-ის თანამოსაუბრე.

 


Forbes–ის ინფორმაციით, პრობლემები ბერძნული Hellenic Bank–ისა და Alpha Bank–ის კლიენტებსაც შეექმნათ.