UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ბრძოლისთვის მზად არის.
„ჩვენი გუნდი მას მუდმივად ეკონტაქტება. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ილია ბრძოლისთვის მზად არის და, შესაბამისად, ჩვენც. გეიჯისა და პედი პიმბლეტთან დაპირისპირება კარგად ჟღერს და არცერთი ამ ვარიანტის გამორიცხვა არ მსურს. გეიჯისთან რემატჩი შესანიშნავი იქნებოდა, ისევე როგორც პადი პიმბლეტთან ბრძოლა“, – აღნიშნა უაითმა.
ილია თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლა და მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარი დათმო.