კაია კალასს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები ევროკავშირის პროკურატურამ გამოიძიოს, - ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის პროკურატურა უფლებამოსილებას მიიღებს, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ინიციატივა ევროკავშირის პროკურატურას საშუალებას მისცემს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის სუბიექტებთან თანამშრომლობენ და მონაწილეობენ, როგორც საქონლის მიწოდების, ისე ფულის გათეთრების ოპერაციებში.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნული იდეა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე წამოაყენა, თუმცა კონკრეტული წინადადება არ წარუდგენია.

ipn.ge