ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში რუსეთზე ტვირთების გატარების აკრძალვას აფართოებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა მთლიანად არ აიკრძალება. შეზღუდვები, როგორც ჩანს, შეეხება ზოგიერთ ტექნოლოგიასა და ტექნიკის სახეობას.
სააგენტოს ცნობით პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ევროკავშირისგან მოითხოვენ, რომ რუსეთის გავლით ისეთი ტვირთების გადატანა აიკრძალოს, რომლებიც შესაძლოა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო მრეწველობამ, საავიაციო და კოსმოსურმა დარგებმა გამპიყენოს. ზუსტი სია სააგენტოს არ მოჰყავს.
ადრე ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებს გაეზარდათ საქონელბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. სავარაუდოდ ეს შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ხდება შეზღუდვების გვერდის ავლა სანქციებში მოხვედრილი საქონლის ფიქციური გაგზავნით ამ ქვეყნებში.
2022 წელს რუსეთის რკინიგზის ქსელით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 3,9%-ით შემცირდა, იტყობინება „ინტერფაქსი“. ამასთან, „რუსეთის რკინიგზამ“ გამოაცხადა, რომ კონტეინერული ტვირთების ტრანზიტი შესაძლოა მეოთხედით შემცირდა.