საფრანგეთის ქალაქ ოშში მერცხლების გადასარჩენი ღონისძიებები დაიგეგმა, რაც გულისხმობს ხელოვნური ბუდეების მონტაჟს. მომავალში კი სამშენებლო ობიექტებზე ფრინველების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
ცნობისთვის, საფრანგეთში მერცხლებისთვის ზიანის მიყენება მკაცრად ისჯება. სასჯელი გულისხმობს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და 150 ათასი ევროს ჯარიმას.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში საფრანგეთში მერცხლების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. გლობალური კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის საქმიანობის გამო, ეს ფრინველები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან.
უკვე მუშაობს სპეციალური აპლიკაცია, რომელშიც ინტეგრირებულია მერცხლების ყველა თავისებურება და ლოკაცია, სადაც, როგორც წესი, ეს ფრინველი იკეთებს ხილმე ბიდეს.
თუ ასეთ ზონაში სამშენებლო სამუშაოებია დაიგეგმება, აპლიკაცია შესაბამის უწყებას აცნობებს. შემდეგ ექსპერტები შეაფასებენ რისკებს ფრინველთა კოლონიისთვის და ჰაბიტატების ხელყოფის შესახებ. ამი შემდეგ ტექნიკურ მუშაკებს მიეცემათ ინსტრუქციები, რათა გარანტირებული იყოს მერცხლების უსაფრთხოება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის აქტივობამ ფრინველის 1400 სახეობის სიკვდილი გამოიწვია, რაც წლიურ ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია.