საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი მასშტაბური არეულობებით გამოწვეულმა სადაზღვევო ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს. Morningstar DBRS-ის შეფასებით, ზარალი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება. ამის შესახებ Financial Times წერს.
სპეციალისტების განცხადებით, ძალადობის მასშტაბმა და დაზიანებული ქონების აღდგენის გაძვირებულმა ხარჯებმა ზარალი კიდევ უფრო გაზარდა. წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3 000 ბიზნესი დაზარალდა, მათ შორის ლუქს კლასის ბრენდების მაღაზიები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ არეულობების გაგრძელების შემთხვევაში ზარალი კიდევ გაიზარდოს.
წინასწარი შეფასებით, მიყენებული ზიანი 2023 წლის არეულობების დროს დაზღვეულ ქონებაზე დაფიქსირებულ 700 მილიონ ევროზე მეტ ზარალს უკვე აჭარბებს. ექსპერტების აზრით, საფრანგეთში მსგავსი მასშტაბის არეულობები შესაძლოა სულ უფრო ხშირად განმეორდეს.