მსოფლიოში საუკეთესო ბარი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მდებარე Handshake გახდა, რომელიც მუშაობს speakeasy ფორმატში. 2024 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარის ჩამონათვალი Drinks International-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა Bar Leone–მ ჰონგ–კონგში ინდუსტრიის ვეტერანი ლორენცო ანტინორისგან - კლასიკური იტალიური სტილის ბარი მოდური რეტროს ელემენტებით.
ბრინჯაო ბარსელონაში, Sips-ს ერგო, რომელიც 2023 წლის რეიტინგში ლიდერობდა.
ასევე ათეულშია: Tayer + Elementary (ლონდონი), Jigger & Pony (სინგაპური), Line (ათენი), Tres Monos (ბუენოს აირესი), Alquimico (კარტახენა, კოლუმბია), Zest (სეული) და Paradiso (ბარსელონა).
მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარი წელს, უკვე მე-16-ედ დასახელდა: საუკეთესოები მთელ მსოფლიოში 700-მა ექსპერტმა შეარჩია.