არქეოლოგებმა მიეზაში, ჩრდილოეთ საბერძნეთში, უძველესი გიმნაზიის ადგილას ახალი შენობები აღმოაჩინეს. მკვლევრები მიიჩნევნ, რომ სწორედ აქ შეეძლო არისტოტელეს ესწავლებინა ახალგაზრდა ალექსანდრე მაკედონელისთვის და სხვა აკედონელი დიდგვაროვნების შვილებისთვის.

მიეზაში გათხრები სამი წელია მიმდინარეობს. ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდასკალეიონი, „სწავლის ადგილი“, სადაც სტუდენტები სტილუსებით და ქვის მაგიდებით სწავლობდნენ. მიმდებარედ ორი საბანკეტო დარბაზი იყო მოზაიკური იატაკითა და რთული დეკორაციებით.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს კერამიკის ფრაგმენტები, უძველესი მონეტები, სხვა არტეფაქტები და ოთხი ბრინჯაოს სტილუსი. ისინი შეიძლება არისტოტელეს მოწაფეებს ეკუთვნოდეთ - შესაძლოა, ალექსანდრესაც კი.

აღმოჩენებს შორის იყო ათენიდან წმინდა ზეითუნის ზეთის ჭურჭლის ფრაგმენტები.

კომპლექსის განლაგება და საბანკეტო დარბაზების დეკორაცია პირდაპირ იმეორებს ალექსანდრე მაკედონელის მამის, მეფე ფილიპე II-ის, ეგეს სასახლის დიზაინს. სკოლაში მოზაიკის ხარისხი და ელეგანტურობა იმდენად მაღალია, რომ ისინი თითქმის იდენტურია ფილიპე II-ის სამეფო რეზიდენციის საზეიმო დარბაზების იატაკების.

არქეოლოგების აზრით, ეს მსგავსება შემთხვევითი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ მიეზაში არსებული კომპლექსი სპეციალურად ფილიპე II-მ ააშენა თავისი ვაჟის, ალექსანდრეს და მაკედონელი დიდგვაროვნების შვილების განათლებისთვის.

ვრცლად euro-pulse.ru – ზე