უმსხვილესი ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ირლანდიური Ryanair-ი, უკრაინაში საჰაერო სივრცის გახსნისა და ფრენების აღდგენის შემდეგ 1 მილიონ ბილეთს, ანუ ბილეთების 20%-ს, 20 ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდის, - ამის შესახებ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა.
მისი თქმით, ავიაკომპანია შეძლებს დასახული ამოცანის შესრულებას, თუ უკრაინის აეროპორტებში დაბალბიუჯეტიანი ბაზა და დაბალი გადასახადები ექნება.
„ჩვენ დაგვჭირდება აეროპორტებში დაბალფასიანი ბაზა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამინისტროს ეკუთვნის. უკრაინაში ადგილების დაახლოებით 20% გაიყიდება 10 , 14 და 19 ევროდ. ეს არის მილიონი მგზავრი. ამჟამად, ამ რაოდენობის ადგილების შევსების ერთადერთი გზა არის ძალიან დაბალ ფასიანი ავიაბილეთი“, - განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა ვალდებულება იმის შესახებ, რომ განაახლოს ფრენები უკრაინაში უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში. კომპანია გეგმავს განათავსოს 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 30-მდე ახალი Boeing 737 MAX კიევში, ლვოვსა და ოდესაში.
ავიაკომპანია მზადაა კვირაში 600-მდე რეისი განახორციელოს. გარდა ამისა, Ryanair გეგმავს ყოველდღიური ფრენების გახსნას კიევს, ლვოვსა და ოდესას შორის.
აღინიშნა, რომ მუშაობის დაწყებიდან პირველ 12 თვეში ავიაკომპანია გეგმავს 5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანოს წელიწადში და აპირებს ეს რიცხვი 10 მილიონამდე გაზარდოს.