წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ოდესაში იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„რუსებმა გამიზნულად გაუშვეს თავიანთი რაკეტები ოდესის ისტორიული ცენტრისკენ, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი, რაც დიდი არქიტექტორების მიერ თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა, ახლა ნადგურდება ცინიკური ბოროტმოქმედებების მიერ“, – წერს კიპერი.