22 მაისს, გამთენიისას, მოსკოვის ცენტრში, Aurus-ის მარკის ავტომობილი, რომელიც rbc.ru-ს ინფორმაციით სავარაუდოდ რუსეთის პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა ავარიაში მოყვა. ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. TASS-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, მანქანაში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ავარიის შესახებ შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა. თავდაპირველად, კირილეს დაჯავშნილმა მანქანამ მოძრაობისას კონტროლი დაკარგა და Volvo-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი, გზიდან გადავიდა და ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუს შეასკდა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერფაქსის წყარომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავარიაში პატრიარქ კირილის მანქანა იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. „ამ წუთებში Aurus-ის ავტომობილი პატრიარქ კირილთან ერთად მიდის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში“, - აცხადებენ რუსეთის საპატრიარქოში.

Aurus არის ძვირად ღირებული მანქანაა. ის NAMI ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. პირველად, ამ ბრენდის მანქანები ფართო საზოგადოების წინაშე 2018 წლის მაისში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციისას წარადგინეს.