ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციებმა გასული კვირა შემცირებით დაასრულეს.

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის — Bank of Georgia Group-ის, TBC Bank Group-ისა და Georgia Capital-ის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

კვირის მონაცემებით, ყველაზე დიდი კლება Georgia Capital-ის აქციებზე დაფიქსირდა. კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 6.83%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასი 38.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 1.81 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 4.98%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება 108.70 გირვანქა სტერლინგია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება TBC Bank Group-ს, მისი აქციების ფასი 1.37%-ით შემცირდა და ერთი აქცია 44.68 გირვანქა სტერლინგად ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

მიუხედავად კვირეული კლებისა, სამივე კომპანიის აქციები ბოლო ექვსთვიან ჭრილში ზრდას ინარჩუნებს. ბოლო 6 თვეში Bank of Georgia Group-ის აქციები 19.25%-ით, TBC Bank Group-ის აქციები 11.28%-ით, ხოლო Georgia Capital-ის აქციები 27.80%-ით არის გაზრდილი.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart