2026 წლის BEYOND Developments GLOBE SOCCER Awards-ისთვის ონლაინკენჭისყრა დაიწყო. საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში 26 ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ხმის მიცემა ამ ბმულიდან არის შესაძლებელი.
ქართველ ფეხბურთელთან ერთად ნომინირებულები არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, უსმან დემბელე, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი და სხვა ვარსკვლავები. კვარაცხელიასთან ერთად ნომინაციაში „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ექვსი ფეხბურთელია წარდგენილი: უსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია და ფაბიან რუისი.
გულშემატკივრებს მსოფლიოს მასშტაბით 12 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტების მხარდაჭერა შეუძლიათ. კენჭისყრის პირველი ეტაპი 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გამარჯვებულებს გულშემატკივრების ხმებისა და GLOBE SOCCER-ის ჟიურის შეფასებების გაერთიანებით გამოავლენენ. ჟიურის შემადგენლობაში არიან ცნობილი საფეხბურთო ფიგურები, მათ შორის მარჩელო ლიპი, ანტონიო კონტე, იკერ კასილიასი და ლუიშ ფიგუ.
GLOBE SOCCER Awards-ის მე-17 დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. ღონისძიებაზე სულ 14 კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, მათ შორის დაჯილდოვდებიან 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბები. ცერემონიის ფარგლებში ასევე გაიმართება ესპანეთის ჩემპიონატის — LALIGA Awards 2025/26-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება.