„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში მოიგო „ნიუ ორლეანს ჰორნეტსთან“ – 118:114.
ორლეანელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მესამე პერიოდში 18 ქულითაც დაწინაურდნენ (94:72), თუმცა დონჩიჩის წინამძღოლობით „ლეიკერსმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო, ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით გრაიმსმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა – 111:111.
დამატებით დროში დაცვაში უკეთესი „ლეიკერსი“ იყო და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.
დონჩიჩმა 36 ქულა ჩააგდო, გრაიმსმა კარიერის რეკორდი დაამყარა – 47 ქულა. სანდრო მამუკელაშვლის სტატისტიკა ასეთი იყო:
23 წუთი, 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს „იუტასთან“ გამართავს.