ევროკომისიამ 2026 წელს ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.9%-დან 1.2%-მდე გააუმჯობესა და 2027 წლის პროგნოზი 1.2%-ზე შეინარჩუნა.

ევროკომისია ევროკავშირის მშპ-ს 1.4%-იან ზრდას 2026 და 2027 წლებში ელის. ადრე ზრდა, შესაბამისად, 1.1%-ით და 1.4%-ით იყო პროგნოზირებული.

ევროკომისიამ ევროზონაში ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3%-დან 3.2%-მდე გაზარდა, ხოლო 2027 წლისთვის 2.3%-დან 3.1%-მდე, ევროკავშირში ის 3.1%-დან 3.3%-ს და 2.4%-დან 3.2%-ს შეადგენს.

ევროკომისიის პროგნოზის თანახმად, 2028 წელს ევროზონის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზრდება, ხოლო ევროკავშირის 1.5%-ით, ინფლაცია კი შესაბამისად 2.1%-სა და 2.3%-ს შეადგენს.

ვრცლად interfax - ზე