ავიაკომპანია Ryanair-მა სამჯერ გაზარდა უფასო ონლაინ რეგისტრაციის დრო იმ მგზავრებისთვის, რომლებმაც ადგილის შერჩევისთვის არ გადაიხადეს.

მგზავრებს ახლა შეუძლიათ რეისზე რეგისტრაცია გაიარონ და ჩასხდომის ბარათი მიიღონ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე და არა 24 საათით, როგორც ადრე იყო. ამასთან, ონლაინ რეგისტრაციის დასრულების დრო იგივე რჩება - გამგზავრებამდე 2 საათით ადრე.

მგზავრებს, რომლებმაც თვითმფრინავში ადგილის შერჩევისთვის გადაიხადეს ან შეიძინეს ბილეთი, რომელშიც ადგილი შედის, შეუძლიათ რეისზე რეგისტრაცია გამგზავრებამდე 60 დღით ადრე. მათთვის არაფერი შეცვლილა.

წყარო: 34travel.me