რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს აკრძალვა მიმართული იქნება საწვავზე ადგილობრივი დეფიციტის შემცირებისკენ.

რუსეთის ფედერაცია ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს ივლისიდან სახელმწიფო სუბსიდიას გაუნახევრებს, რაც ხარჯების დაზოგვის მიზნით გაკეთდება.

2023 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა რუსული გადამუშავებული ნავთობის იმპორტი აკრძალა, რის საპასუხოდ, რუსეთმა ამ პროდუქტების ექსპორტი გაზარდა სხვა ქვეყნებში.