გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“, ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან 46 კილომეტრში, კონტეინერმზიდ გემს დაუდგენელი ტიპის ჭურვი მოხვდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია, თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და მათი ვინაობა ცნობილია.
ზარალის მასშტაბის შესახებ დეტალები უცნობია. ინციდენტს ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს.
ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები“ ყველა გემს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის, სიფრთხილით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.