მას შემდეგ, რაც რუსეთის ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს ჩაიძირა, მოქალაქეები რუსეთის ხელისუფლებისგან დახმარების გამოგზავნას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე 3700 ტონა მაზუთი ჩაიღვარა.
ამ დროისთვის 10 000-მდე მოქალაქე, ცდილობს, რომ მიმდებარე ტერიტორია გაასუფთაონ და ცხოველები და ფრინველები გადაარჩინონ. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 200-ზე მეტი ფრინველი და დაახლოებით 20 დელფინია მკვდარი.
ნავთობის დაღვრამ სანაპირო ზოლის 60 კილომეტრი დააბინძურა და დააზარალა.
ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია