რუსეთის გამო ევროკავშირი მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს.
„ბლუმბერგი“ ცნობით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდით ავლასთან ბრძოლის ფარგლებში, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეზღუდოს პროდუქციის ექსპორტი მესამე ქვეყნებში. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის წინადადებაში, რომელიც სანქციების 11-ე პაკეტს ეხება.
პირველ ეტაპზე ევროკავშირში გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მესამე ქვეყნებში ექსპორტი შეიზღუდოს. ეს თუ საკმარისი არ იქნება, მაშინ შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი საერთოდ აიკრძალოს. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის.
ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრიუსელში, 10 მაისს განიხილავენ.