რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შემდეგ პოზიციები შეიცვალა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული,

ანგარიშის თანახმად რუსეთმა სამხედრო ხომალდი SERGEY KOTOV-ი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაგზავნეს და იგი ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის საზღვაო ხაზს პატრულირებს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ამის შემდეგ რუსეთი შეეცდება იმ კომერციული გემების დაკავებას, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინისკენ მიემართებიან.

"მარცვლეულის შეთანხმებამ" შავი ზღვის ომში ჩართვის შესაძლებლობა შეამცირა, ახლა კი ამ რეგიონში არსებობს ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის პოტენციალი". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.