საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საერთაშორისო და რუსი ეკონომისტების მოსაზრებების საფუძველზე გაკეთებულ ანალიზს გვთავაზობს.

ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.

"წარმოგიდგენთ საერთაშორისო და რუსი ეკონომისტების მოსაზრებების საფუძველზე გაკეთებულ ანალიზს, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ვითარებას, რომლითაც რუსეთი შევიდა 2026 წელში.2026 წელს, რუსეთი სეროზული ეკონომიკური პრობლემებით შეხვდა. რუსი ექსპერტები პროგნოზირებენ რეცესიას, საბანკო კრიზისს, რუბლის გაუფასურებას, კომპანიების გაკოტრებებს, მაღალ ინფლაციას, საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, ნავთობისა და გაზის შემოსავლების კუდევ უფრო შემცირებას და მოსახლეობის გაღარიბებას.რუსეთის ეკონომიკის პრობლემები, პირველ რიგში ომით და სანქციებით არის გამოწვეული და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო გაღრმავდება კრიზისი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება ომის შეჩერება, ეს არამარტო ვერ გააჯანსაღებს ეკონომიკას მოკლე ვადაში, არამედ შესაძლოა სერიოზული პრობლემა მოიტანოს, რადგანაც რუსეთი უკვე ოთხი წელია საომარ ეკონომიკაზეა გადასული და მისი სამოქალაქო ეკონომიკურ ჩარჩოებში ჩასმა არც თუ ისე იოლია.თავდაცვაზე საბიუჯეტო ხარჯების შემცირდება ნიშნავს, რომ ეკონომიკა დაკარგავს ტრილიონობით საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო მილიონობით ადამიანი სამსახურს. სამხედრო ხარჯების მკვეთრი შეწყვეტა გამოიწვევს რეცესიას, თუ არ მოხდება სანქციების გაუქმება და გლობალურ ეკონომიკაში რუსეთის დაბრუნება, რაც მოკლე დროში შეუძლებელია. რუსეთის ეკონომიკა და ბიუჯეტი ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობსია და გაზის რეალოზაციაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კუდევ უფრო დაეცემა, ბაზრის გაჯერების გამო. რუსული ნავთობის - URALS-ის ფასი, დისკონტის გამო, უკვე დღეს, ისედაც 35-37 დოლარი ღირს. OPEC+-ის ქვეყნები, ნავთობის მოპოვებას ზრდიან. საუდის არაბეთი ეწევა აგრესიულ საფასო პოლიტიკას, მსოფლიო ბაზარზე საკუთაში წილის გასაზრდელად. ამასთან, არსებობს შესაძლებლობა, რომ ვენესუელის ნავთობიც მოხვდება ბაზრებზე.ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი არის ის, რაც ავსებს ბიუჯეტს, ეროვნული კეთილდღეობის ფონდს (ФНБ), მხარს უჭერს რუბლის კურსს და ებრძვის ინფლაციას. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების გამო, მთავრობამ გაზარდა საგადასახადო წნეხი ბიზნესსა და მოსახლეობაზე. ამასთან, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, რუსული კომპანიები და მოსახლეობა ისედაც ვერ ახარხებდნენ ვალების დროულ მომსახურებას და სულ უფრო იზრდებოდა როგორც ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა, ასევე საერთოდ ვალის გადაუხდელობის შემთხვევები.გადასახადების გაზრდის გამო, ბიზნესის და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ამრიგად, შესაძლოა, დაგეგმილი შემოსავლების ზრდის ნაცვკად, ბიუჯეტმა უფრო მეტი ზარალი მიიღოს გადასახადების გაზრდით.ომის დაფინანსების მიზნით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მთავროდა გაზრდის სახელმწიფო ვალს. საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსების მოძიების სირთულის გამო, სესხებს მთავრობა შიდა ბაზარზე აიღებს. ამისთვის, რუსეთის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო აიძულებენ კომერციულ ბანკებს შეიძინონ რუსეთის მთავრობის მიერ გამოშვებული ფინანსური ობლიგაციები. თუმცა რეკორდულად მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო და კომერციული ბანკების მიერ ქვეყნის ბიზნესის დაკრედიტების მკვეთრი შემცირებისა და ვალების რესტრუქტურიზაციისა და პრობლემური სესხების ზრდის გამო, სახელმწიფო ვალში ინვესტირება, კომერციულ ბანკებს უფრო მეტ პრობლემას მოუტანს, რაც საბანკო კრიზუსში გადასვლის წინაპირობაა.თუ არ გაჩნდება გარე სესხების აღების შესაძლებლობა, ვერ მოხდება ინფლაციული ფონის გაჯანსაღება და რუბლის კურსის დასტაბილურება (აქვე ავღნიშნოთ, რომ ძლიერი რუბლიც პრობლემაა ბიუჯეტისთვის, რადგანაც ის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს ამცირებს), ამან შესაძლოა გამოიწვიოს მეანაბრეების მიერ ფულის ბანკებიდან გატანა. ეს თავის მხრივ, გამოიწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს. პირველი, ვინც დარტყმას მიიღებს, იქნება ბიზნეს სექტორი. როგორც კი კომპანიები შეწყვეტენ მოგების ნახვას, ისინი ვერ დაფარავენ მზარდ ხარჯებს, მათ მოუწევთ ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის დახურვა და დაიწყება კომპანიების გაკოტრების ტალღა.ამრიგად, რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნის თავიდან აცილება, ვერ მოხდება." - წერს ანალიტიკოსი.