რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, დააკვირდება გრენლანდიის გარშემო უჩვეულო სიტუაციის ტრაექტორიას.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი მისთვის რაიმე სახის პრიორიტეტულ სუბსტანციას არ წარმოადგენს.

„სიტუაცია უჩვეულოა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ექსტრაორდინალურიც კი“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.

1tv.ge